Wednesday, December 12, 2018
Tuesday, December 11, 2018
ტირამისუს ნაყინის ტორტი
1
20×10 სმ ლითონის ღრმა ფორმაში ჩააფინეთ კულინარიული ცელოფანი ისე, რომ კიდეებიდან გადმოშვებული იყოს 5–7 სმ.
2
დაბალ თასში ერთმანეთს შეურიეთ ესპრესო და რომი/ლიქიორი. წაუსვით ან ორივე მხრიდან კარგად ამოავლეთ ლედის თითების მესამედი (დაახლოებით 8 ცალი) ამ ნარევში და დაალაგეთ გამზადებული ღრმა ფორმის ძირზე.
3
გადაუსვით 1 ჭიქა ნაყინი ჩხირებს და თანაბრად მოაყარეთ გახეხილი გახეხილი მწარე ან ნახევრადტკბილი შოკოლადის მესამედი. ეს პროცედურა გაიმეორეთ ორჯერ დარჩენილი “ლედიფინგერსის” ჩხირებით, ნაყინით, ესპრესო-რომის ნარევით და გახეხილი შოკოლადით (უნდა მიიღოთ 3 ფენა).
ტორტი “პრაღა”
2 ცალი კვერცხი-------------250 გრ. შაქარი
1
ორი კვერცხის ცილით გავაკეთოთ ბეზე, შემდეგ შევურიოთ 250 გრ. შაქარი, 2 კვერცხის გული, 250 გრ. არაჟანი ან რძე (ადუღებული, გაგრილებული), ნახევარი ქილა შედედებული რძე, 2 ს.კ. კაკაო, ჭიქა ნახევარი ფქვილი (300-350 გრ.) და 1 ჩ.კ. სოდა ძმრით. მიღებული მასით უნდა გამოვაცხოთ 3 ფირფიტა. ეს მასა გავყოთ 3 ნაწილად.
2
200-250 გრ. კარაქი ავთქვიფოთ, შევურიოთ დარჩენილი ნახევარი ქილა შედედებული რძე და 2 ს.კ. კაკაო. ეს კრემი წავუსვათ ფენებს,ზემოდან კი მოვაყაროთ გახეხილი შავი შოკოლადი.
ნამცხვარი “ნაპოლეონი”
1
კვერცხი, კარაქი და წყალი გავთქვიფოთ ერთად. შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ
ფქვილი და ხელით შევაგუნდაოთ. მიღებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად.
2
შემდეგ 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად და თითოეული კიდევ სამად, ანუ ჯამში 9 ნაჭერი მარგარინი უნდა მივიღოთ. თითოეულ ცომს წავუსვათ თითო ნაჭერი მარგარინი და შევდგათ მაცივარში10-15 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ და ახლიდან წავუსვათ მორიგი სამი ნაჭერი მარგარინი თოთოეულ ცომის ნაწილს, ამ პროცედურას ჯამში სამჯერ ვიმეორებთ.
3
მესამე ჯერზე გავაჩეროთ ცომი მაცივარში 20 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და დავჭრათ სამკუთხედებად. გამოვაცხოთ ღუმელში მაღალ ცეცხლზე.
4
ახლა კი მოვამზადოთ კრემი: ერთ ლიტრ ცივ რძეში ჩავყაროთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი. ორი კვერცხის გულისა და ორი ჭიქა შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი და ჩავასხათ რძის მასაში. ვურიოთ ხის კოვზით და ვადუღოთ 20 წუთით. ბოლოს შევათქვიფოთ 2 სუფრის კოვზი კარაქი, 1 ქილა შედედებული რძე, ვანილი და მწიკვი მარილი.
ეს არის ჩემი პირველი ჩანაწერი ბლოგზე
ეს ბლოგი გაწკუტნილია ადამიანებისთვის რომლებსაც უყვართ სამზარეულოში ფუსფუსი და სხვადასხვა ტიპის ტკბილეულის მომზადება.
მე შევეცდები წარმოგითკინოთ საკუთარი გამოცდილებით შექმნილი ტკბილეული
მე შევეცდები წარმოგითკინოთ საკუთარი გამოცდილებით შექმნილი ტკბილეული
Subscribe to:
Posts (Atom)