Tuesday, December 11, 2018

ტირამისუს ნაყინის ტორტი



1
20×10 სმ ლითონის ღრმა ფორმაში ჩააფინეთ კულინარიული ცელოფანი ისე, რომ კიდეებიდან გადმოშვებული იყოს 5–7 სმ.
2
დაბალ თასში ერთმანეთს შეურიეთ ესპრესო და რომი/ლიქიორი. წაუსვით ან ორივე მხრიდან კარგად ამოავლეთ ლედის თითების მესამედი (დაახლოებით 8 ცალი) ამ ნარევში და დაალაგეთ გამზადებული ღრმა ფორმის ძირზე.
3
გადაუსვით 1 ჭიქა ნაყინი ჩხირებს და თანაბრად მოაყარეთ გახეხილი გახეხილი მწარე ან ნახევრადტკბილი შოკოლადის მესამედი. ეს პროცედურა გაიმეორეთ ორჯერ დარჩენილი “ლედიფინგერსის” ჩხირებით, ნაყინით, ესპრესო-რომის ნარევით და გახეხილი შოკოლადით (უნდა მიიღოთ 3 ფენა).
4
გადააფარეთ ცელოფანი და გაყინეთ მინიმუმ 3 საათის განმავლობაში ან მანამ, სანამ მზად არ იქნება მისართმევად. გადმოაბრუნეთ ფორმა ლანგარზე და მოაცილეთ ცელოფანი. დაჭერით 4–5 სმ. ნაჭრებად. სურვილისამებრ შეგიძლიათ მორთოთ კაკაოს ფხვნილით. გემრიელად მიირთვით!



No comments:

Post a Comment