Tuesday, December 11, 2018

ნამცხვარი “ნაპოლეონი”


100   გრ. კარაქი ---- 1   ცალი კვერცხი
1   ჭიქა ცივი წყალი  ----- 3   ჭიქა ფქვილი
400   გრ. მარგარინი  -----1   ლიტრი რძე
4   ს/კ ფქვილი ------- 2   ცალი კვერცხის გული
1   ჭიქა შაქარი  ------- 2   ს/კ კარაქი
1   ქილა შედედებული რძე    -------   ვანილი
მწიკვი მარილი -------     ხილი სურვილისამებრ.  

1
კვერცხი, კარაქი და წყალი გავთქვიფოთ ერთად. შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ
ფქვილი და ხელით შევაგუნდაოთ. მიღებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად.
2
შემდეგ 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად და თითოეული კიდევ სამად, ანუ ჯამში 9 ნაჭერი მარგარინი უნდა მივიღოთ. თითოეულ ცომს წავუსვათ თითო ნაჭერი მარგარინი და შევდგათ მაცივარში10-15 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ და ახლიდან წავუსვათ მორიგი სამი ნაჭერი მარგარინი თოთოეულ ცომის ნაწილს, ამ პროცედურას ჯამში სამჯერ ვიმეორებთ.
3
მესამე ჯერზე გავაჩეროთ ცომი მაცივარში 20 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და დავჭრათ სამკუთხედებად. გამოვაცხოთ ღუმელში მაღალ ცეცხლზე.
4
ახლა კი მოვამზადოთ კრემი: ერთ ლიტრ ცივ რძეში ჩავყაროთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი. ორი კვერცხის გულისა და ორი ჭიქა შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი და ჩავასხათ რძის მასაში. ვურიოთ ხის კოვზით და ვადუღოთ 20 წუთით. ბოლოს შევათქვიფოთ 2 სუფრის კოვზი კარაქი, 1 ქილა შედედებული რძე, ვანილი და მწიკვი მარილი.
5
მიღებული ფაფუკი კრემი წავუსვათ გამომცხვარ სამკუთხედებს. ერთი გადავინახოთ, ბოლოს დავფხვანთ და ზემოდან მოვაყაროთ. სურვილისამებრ ფენებს შორის შეგიძლიათ ჩაალაგოთ მარწყვები ან ჟოლო, ზემოდან კი მოაყარეთ შაქრის პუდრა.

No comments:

Post a Comment